ბოგოტაში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ბოგოტაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კოლუმბიის დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, 122 დემონსტრანტი და 150 პოლიციელი დაშავდა. დაკავებულია 89 დემონსტრანტი.

ბოგოტაში საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებს და იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც აეროპორტით მგზავრობენ.

ამ შეზღუდვის მიუხედავად, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

კოლუმბიაში მასობრივი საპროტესტო აქციები 21 ნოემბერს დაიწყო, რაც ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, გაეზარდა საპენსიო ასაკი და ქვეყანაში შრომის ბაზრის რეფორმა დაეწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.