„ბოდო გლიმტი“ ნორვეგიის ჩემპიონი გახდა - კლუბი ყველაზე ჩრდილოური ჩემპიონია ფეხბურთის ისტორიაში
„ბოდო გლიმტი“ ნორვეგიის ჩემპიონი გახდა - კლუბი ყველაზე ჩრდილოური ჩემპიონია ფეხბურთის ისტორიაში

ნორვეგიის ჩემპიონი პირველად ისტორიაში გახდა „ბოდო გლიმტი“.

კლუბი ქალაქ ბოდედან, რომელიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს, 1916 წელს არის დაარსებული.

ადრე „ბოდო გლიმტი“ ოთხჯერ იყო ნორვეგიის ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ მესამე ადგილზე გავიდა. გუნდს ასევე ორჯერ აქვს მოგებული ნორვეგიის თასი.

„ბოდო გლიმტი“ – ყველაზე ჩრდილოური ჩემპიონია ფეხბურთის ისტორიაში. ამ მხრივ, მან გააუმჯობესა ისლანდიური „აკურეირის“ რეკორდი, რომელიც 1989 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

„ბოდო გლიმტი“ ამ სეზონში ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში თამაშობდა, სადაც „მილანთან“ 2:3 წააგო. ამ მატჩის შემდეგ, მილანელებმა ნორვეგიული კლუბიდან შემტევი იენს ჰაუგე შეიძინეს.