„ბოდო გლიმტი“ ნორვეგიის ჩემპიონი გახდა – კლუბი ყველაზე ჩრდილოური ჩემპიონია ფეხბურთის ისტორიაში

14:56, 23.11.2020

ნორვეგიის ჩემპიონი პირველად ისტორიაში გახდა „ბოდო გლიმტი“.

კლუბი ქალაქ ბოდედან, რომელიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს, 1916 წელს არის დაარსებული.

ადრე „ბოდო გლიმტი“ ოთხჯერ იყო ნორვეგიის ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ მესამე ადგილზე გავიდა. გუნდს ასევე ორჯერ აქვს მოგებული ნორვეგიის თასი.

„ბოდო გლიმტი“ – ყველაზე ჩრდილოური ჩემპიონია ფეხბურთის ისტორიაში. ამ მხრივ, მან გააუმჯობესა ისლანდიური „აკურეირის“ რეკორდი, რომელიც 1989 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

„ბოდო გლიმტი“ ამ სეზონში ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში თამაშობდა, სადაც „მილანთან“ 2:3 წააგო. ამ მატჩის შემდეგ, მილანელებმა ნორვეგიული კლუბიდან შემტევი იენს ჰაუგე შეიძინეს.

მსგავსი