ბოდბისხევში ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
ბოდბისხევში ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

საპირისპიროდ მოძრავი „07“ მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.