ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო
ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო

ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო. ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ კამპანიის ფარგლებში, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ. სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტების განცხადებით, სიღნაღის საკრებულოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ და ასევე მათმა მხარდამჭერებმა აქტივისტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

ინციდენტის დროს, როგორც თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაშვილმა განაცხადა, პირადად მას საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ილია ბაიდოშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ბანერიც დაუხია.

ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.