ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას ილია მეორე ჩაატარებს
ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას ილია მეორე ჩაატარებს

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩაატარებს.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი დღეს იკურთხება.

ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევა 08:00 საათზე დაიწყება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 10:00 საათზე აღავლენს.