ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა მათ ცენტრში არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 16 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ოთხი – კორონავირუსული ინფექციით.

კახა იშხნელი ამბობს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახალი შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა, საბედნიეროდ. გვყავს 16 პაციენტი, მათ შორის ოთხი დადასტურებული, როგორც იყო გუშინ. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით, მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტს აქვს პნევმონია, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა სტაბილურია და გაუმჯობესებულიც არის დღეისთვის“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან შვიდ პაციენტზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„კიდევ გვიან ღამით შემოვიდა ორი პაციენტი, რომელიც ელოდება ტესტირებას. ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან არის, ასე თუ ისე დაკავშირებულია მოგზაურობასთან“, – დასძინა კახა იშხნელმა.