ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით ხუთი პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკაში განაცხადეს.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ამჟამად კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენს კლინიკაში არცერთი ახალი შემთხვევა არ არის. კვლევაში ჩართული შვიდი პაციენტის შესახებ ყველა უარყოფითი პასუხი მოვიდა. ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს კვლევაში ორი პაციენტი ერთვება და მოგვიანებით გვექნება პასუხები.

ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. მათგან ხუთი არის „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზი. ამ ხუთი პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის. კლასიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. აქედან ორი მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.