ბოჭორიშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია
ბოჭორიშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია

ბოჭორიშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ექიმმა მეგი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე გრიპის ვირუსით 100-მდე პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან H1N1-ით დაავადებული პაციენტები, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„იანვრის პირველ რიცხვებთან შედარებით, მიმართვიანობამ იკლო. მკურნალობას უმეტესწილად გრიპის ვირუსით დაინფიცირებულები გადიან, მათ შორის არიან H1N1-ით დაავადებულები. რაც შეეხება ლეტალობას, ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა, თუმცა იყო პნევმონიის დიაგნოზით გართულების შემთხვევები ძირითადად იმ პაციენტებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. ამ ეტაპზე, კლინიკის რეანიმაციულ დეპარტამენტში პაციენტები არიან, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.