ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ბავშვი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ბავშვი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალვინა ჯავახაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი სულ 13-მდე ბავშვს აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, მათგან შვიდი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

მალვინა ჯავახაძის განმარტებით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთს აღენიშნება პნევმონია.

„ამ ეტაპზე საქართველოში 12-13 ბავშვს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. მათგან შვიდი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში. ყველა პაციენტის მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთ შემთხვევაში განვითარდა პნევმონია. სამი ახალი შემთხვევა გუშინდელია და პნევმონიის სურათი ამ ეტაპზე არ არის, კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურდა პნევმონია. თუმცა ერთი კვირის შემდეგ, შესაძლებელია, დაიწყოს, როგორც ამ დაავადებას ზოგადად ახასიათებს“ ,- განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

მალვინა ჯავახაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ბავშვთა ასაკში ავადობა განსხვავებულია.

„კორეის მონაცემებიტთ არის 18 პროცენტამდე ბქვშვები, აშშ-ის მონაცემებით 12 პროცენტამდე. საშუალოდ ამ პანდემიის დროს 10 პროცენტამდე ბავშვები დაავადდნენ. მითი იმის შესახებ, რომ ბავშვები არ ავადდებიან, არ არის სწორი, ავადდებიან, სხვადასხვა კლინიკური ნიშნებით უვითარდებათ დაავადება და მსუბუქად გადაიტანენ. ლეტალობის სამწუხარო მაგალითი რამდენიმე ქვეყანაში თითო ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს საქართველოში არის მხოლოდ 12 შემთხვევა და შემთხვევების მატებას, პიკის მიახლოვებას მოსდევს როგორც ბავშვებში ავადობის გაზრდა, ასევე შესაბამისად მძიმე შემთხვევების ზრდა“ , – განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

დატოვე კომენტარი