ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც საქართველოს პირველ არხს აკადემიკოს ვახტანგ ბიჭორიშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მაია ღუღუნიშვილმა განუცხადა, ჩვილს მცირე ტემპერატურა აღენიშნება და ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. სულ ბოჭორიშვილის კლინიკაში ჩვილთან ერთად მისი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი, მათ შორის ერთი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი მკურნალობს.

„კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს ოჯახის ექვსი წევრი – ბებია, ბაბუა, მშობლები და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ჩვილი როგორც იცით, თვე-ნახევრისაა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე ტემპერატურა. ასევე მცირე ტემპერატურა აქვთ დედას, ბებიას და ბაბუას. ვირუსი ყველასთან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა მაია ღუღუნიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.