ბობოყვათში, სანაპირო ზოლზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა
ბობოყვათში, სანაპირო ზოლზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, სანაპირო ზოლზე არსებული 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო. აუქციონის ჩაშლა საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს ქობულეთში მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებიც გასაყიდ მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ მიწა მათი მამაპაპისეული საკუთრებაა და დღემდე საკუთრებაში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

მათ აუქციონის შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. გასაყიდ ტერიტორიაზე კი კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიწის გაყიდვას არ დაუშვებენ და პროტესტი გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი