ბობოყვათში 27 ჰა მიწის აუქციონზე გაყიდვას მოსახლეობა აპროტესტებს
ბობოყვათში 27 ჰა მიწის აუქციონზე გაყიდვას მოსახლეობა აპროტესტებს

ბობოყვათის ტერიტორიაზე, რომელიც 25 ივნისს აუქციონით უნდა გაიყიდოს, ადგილობრივებმა კარვები გაშალეს და მორიგეობა დაიწყეს. 100-მდე ოჯახი ამტკიცებს, რომ 27 ჰექტარი ფართობის მიწა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის, მათი საკუთრებაა, თუმცა დაკანონება ვერ მოახერხეს.

მათ აუქციონის შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის შეჩერებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ  გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა 2008 წლიდან, მოსახლეობამ კი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ და ინვესტორს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

„ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი დამადასტურებელი, რომ კომუნისტებამდე ეს ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას ხელისუფლებასთან და გადავდივართ პროტესტზე, გავშალეთ კარავი და ვაწესებთ მორიგეობას, აქ ინვესტორი, რომელიც ამ მიწას იყიდის, ვერ შეაღწევს, ვერც ტექნიკით და ვერც მანქანით“, -განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

მორიგი ფართომასშტაბიან აქცია ბობოყვათში 25 ივნისს, აუქციონის დღეს იგეგმება.