ბობ დილანს არასრულწოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს
ბობ დილანს არასრულწოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს

ამერიკელ მომღერალს და ნობელის პრემიის ლაურეატს ბობ დილანს არასრულწოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

მომჩივანის მტკიცებით, შემთხვევა 1960-ია წლებში მოხდა. თავად მომღერალი დანაშაულს უარყოფს.

ნიუ იორკის შტატის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ 1965 წელს, როდესაც მსხვერპლი 12 წლის იყო, ბობ დილანმა მუსიკოსის სტატუსით ისარგებლა და გოგონას ალკოჰოლი და ნარკოტიკები დაალევინა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

გოგონა ამტკიცებს, რომ ინციდენტი მუსიკოსის აპარტამენტებში მოხდა.

მსხვერპლის სახელს მედია არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ის ამჟამად კენტუკის შტატში ცხოვრობს.

მისი განცხადების მიხედვით, დილანმა მას მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი და ემოციური ტრავმა მიაყენა.

80 წლის მომღერლის წარმომადგენლებმა „ბიბისის“ განუცხადეს, რომ გოგონას ბრალდება უსაფუძვლოა და მისი მონათხრობი სიმართლეს არ შეესაბამება.