ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის გამყარება გრძელდება
ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის გამყარება გრძელდება

ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ლარის გამყარება გრძელდება. დილით დოლარზე ვაჭრობა 2,9750 ლარით გაიხსნა, ამ დროისთვის კი, 1 დოლარის ღირებულება 2,95 ლარს ქვევით არის.

საქართველოს სავალუტო ბაზარზე კი, ამერიკული ვალუტა 2,93-2,95 ლარის ფარგლებში იყიდება.

უკვე ერთი კვირაა, ლარის სწრაფად გამყარების ტენდენცია აღინიშნება. 29 მაისის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან პოზიციები 22 თეთრით გაიუმჯობესა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოფიციალური კურსით დღეს 1 აშშ დოლარი 2.9841 ლარი ღირს, კურსი 17:00 საათზე განახლდება.

დატოვე კომენტარი