„ბლუმბერგის“ ცნობით, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნიუ იორკში უკრაინულ დელეგაციას შეხვდება
„ბლუმბერგის“ ცნობით, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნიუ იორკში უკრაინულ დელეგაციას შეხვდება

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნიუ იორკში უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. მათ შორის იქნებიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ განხილვის საკითხი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის მომზადება.