„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემუშავების წინააღმდეგ გამოდიან
„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემუშავების წინააღმდეგ გამოდიან

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ევროპის დიდი ქვეყნები რუსეთის მიმართ ახალი სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემუშავების წინააღმდეგ გამოდიან.

როგორ სააგენტო იუწყება, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგს და არა ეკონომიკურ სანქციებზე მუშაობას. ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები კი მიიჩნევენ, რომ სანქციების მუქარის საჯარო მხარდაჭერა უკეთესად შეაკავებს პუტინს.

„ჩვენ გვსურს, გამოვიყენოთ დიპლომატია, ვეცადოთ, შევისწავლოთ სხვადასხვა სცენარი, რათა გვქონდეს პასუხი თითოეულ მათგანზე და გავაგებინოთ, რომ პასუხი იქნება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში“, – განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციების შემუშავებას ითხოვენ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ნიდერლანდები და სკანდინავიის ქვეყნები, თუმცა გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ასეთი დოკუმენტის შემუშავებისა და მისი მედიით გავრცელების შემთხვევაში, ევროკავშირს სამომავლოდ რუსეთზე ზეწოლის ბერკეტებს აღარ დაუტოვებს.

ბერლინში მიაჩნიათ, რომ ასეთი დოკუმენტის გასაჯაროება რუსეთს აწყობს, რადგან პუტინი მიიღებს სასურველ დაპირისპირებას და ყველაფერი, რაც რუსეთს დააზიანებს, ასევე იმოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებზე, რადგან მათ ნაწილს მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ რუსეთთან. გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ უმჯობესია ლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე პუტინი არ იმოქმედებს.

დატოვე კომენტარი