„ბლუმბერგის“ ცნობით, ჩინური ავიაკომპანიები „ბოინგის“ წარმოების თვითმფრინავების შესყიდვას აჩერებენ
„ბლუმბერგის“ ცნობით, ჩინური ავიაკომპანიები „ბოინგის“ წარმოების თვითმფრინავების შესყიდვას აჩერებენ

ჩინეთის ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის ავიაკომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ამერიკული ავიაკომპანიის, „ბოინგის“ წარმოების თვითმფრინავების შესყიდვა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ეს ნაბიჯი არის ჩინეთის პასუხი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, 145%-იანი ტარიფები დააწესოს ქვეყანაში ჩინური პროდუქციის იმპორტზე. ამ ფონზე დღეს დილით „ბოინგის“ აქციების ფასი 2,5%-ით შემცირდა.

ამას გარდა, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ადგილობრივი ავიაგადამზიდავები შეაჩერებენ ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული საავიაციო აღჭურვილობისა და დეტალების შესყიდვას. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აპირებს, დაეხმაროს იმ ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებიც „ბოინგის“ თვითმფრინავებს ქირაობენ და ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო ხარჯები გაეზარდათ.