„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ
„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ახალი მკაცრი ზომები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა. გამოცემა წერს, რომ ყველაზე რადიკალურ ვარიანტად რჩება რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო საგადახადო სისტემა „სვიფტიდან“, თუმცა ეს ზიანს მიაყენებს რიგით მოქალაქეებსაც.

„ბლუმბერგის“ წყარო ამტკიცებს, რომ სანქციების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს შეხვედრაზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.