„ბლუმბერგი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლა

17:02, 18.10.2026

აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „რაღაც პერიოდის“ შემდეგ განაახლა, – ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მომდევნო კვირის განმავლობაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა „ბლუმბერგი“ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენის თაობაზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

მსგავსი