„ბლუმბერგი“ - თურქეთში ტელეკომპანია Halk TV-ის სამი ჟურნალისტი ექსპერტზე ზემოქმედების მცდელობასა და საუბრების უკანონო ჩაწერის ბრალდებით დააკავეს
თურქეთში სამი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
თურქეთში ოპოზიციური ტელეარხის, Halk TV-ის სამი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აშუქებდნენ.
რამდენიმე დღის წინ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ეკრემ იმამოღლუ ექსპერტ-მოწმის შევიწროებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ დაასახელა იმ პირის სახელი, რომელმაც მოამზადა მრავალრიცხოვანი ანგარიში მუნიციპალიტეტების შემოწმების შესახებ.
Halk TV-ის აღმასრულებელი დირექტორი სერჰან ასკერი, წამყვანი სედა სელეკი და ჟურნალისტი ბარის ფეჰლივანი იმის გამო დააკავეს, რომ მათ გაასაჯაროვეს ექსპერტის სახელი და გამოაქვეყნეს მასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
სამ ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს „ექსპერტზე ზემოქმედების მცდელობასა“ და „საუბრების უკანონო ჩაწერაში“.