„ბლუმბერგი“ - თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრებში მიუთითა, რომ ღიაა სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე თავისი სამხედროები განათავსოს
„ბლუმბერგი“ - თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრებში მიუთითა, რომ ღიაა სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე თავისი სამხედროები განათავსოს

თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუბრებში მიუთითა, რომ ღიაა სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე თავისი სამხედროები განათავსოს, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნა განიხილა.

ამასთან, სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ „სამშვიდობო მისიაში“, თუ ანკარა არ იქნება ჩართული ყველა კონსულტაციასა და სამზადისში, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთმა, რომელიც საჯაროდ გამოდის უკრაინაში ნატო-ს ჯარისკაცების განლაგების წინააღმდეგ, თურქეთს ამ იდეაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა. წყაროები აცხადებენ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ეს საკითხი პრიორიტეტულად არ განიხილება.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში ევროპულმა სახელმწიფოებმა გაააქტიურეს მოლაპარაკებები უკრაინაში ევროპული სამშვიდობოების განთავსების შესახებ. მედიის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოამზადეს გეგმა, რომელიც უკრაინაში 30 ათასამდე ევროპელი სამხედროს დისლოცირებას ითვალისწინებს.