„ბლუმბერგი“ - თურქეთი ცდილობს, რუსეთს დაუბრუნოს S-400-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემები, რათა აშშ-თან და ნატო-ს სხვა წევრებთან ურთიერთობა გააუმჯობესოს
„ბლუმბერგი“ - თურქეთი ცდილობს, რუსეთს დაუბრუნოს S-400-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემები, რათა აშშ-თან და ნატო-ს სხვა წევრებთან ურთიერთობა გააუმჯობესოს

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თურქეთი ცდილობს, რუსეთს დაუბრუნოს თითქმის ათი წლის წინ შეძენილი C-400-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემები, რათა გააუმჯობესოს ურთიერთობა აშშ-თან და ნატო-ს სხვა წევრებთან.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გასულ კვირას თურქმენეთში შეხვედრისას განიხილა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, C-400-ის ტიპის სისტემების საკითხი სექტემბერში ერდოღანისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას წამოიჭრა.

წყაროების ინფორმაციით, რუსულ სამხედრო აღჭურვილობაზე უარის თქმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთის ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს ანკარას F-35 ტიპის გამანადგურებლებზე წვდომას მისცემს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთმა C-400-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემები ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობების გაუარესების პერიოდში შეიძინა.