„ბლუმბერგი“ - სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა
„ბლუმბერგი“ - სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა

„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „დიდი შვიდეულის“ წევრ მოკავშირეებს აცნობა, რომ არ შეუძლია ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის დაგმობის შემცველი განცხადების ხელმოწერა, რადგანაც მუშაობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად.

კანადამ, რომელიც წელს „დიდი შვიდეულის“თავმჯდომარე ქვეყანაა, შეატყობინა მოკავშირეებს, რომ აშშ-ის თანხმობის გარეშე განცხადების გაკეთება შეუძლებელია.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „დიდი შვიდეულის“ განცხადების სამუშაო ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის თავდასხმა ქალაქ სუმიზე არის მტკიცებულება, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას აპირებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სუმიზე მიტანილი იერიში შეცდომა იყო.