„ბლუმბერგი“ - სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწოდებს, რამაც შესაძლოა, სირია ახალ ფრონტად აქციოს
„ბლუმბერგი“ - სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწოდებს, რამაც შესაძლოა, სირია ახალ ფრონტად აქციოს

სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწოდებს, რამაც შესაძლოა, სირია ახალ ფრონტად აქციოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სირიაში პროირანულ ძალებზე, რომლებიც მიუახლოვდნენ ისრაელის საზღვარს, ვითარების განვითარება კი დაკავშირებულია ისრაელის პოლიტიკის საკვანძო ცვლილებასთან.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ისრაელის პოლიტიკის ცვლილება აუარესებს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს ისრაელსა და რუსეთს შორის.

2015 წლის შემოდგომიდან რუსეთსა და ისრაელს შორის ამოქმედდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოპერაციების დროს შემთხვევითი შეტაკებებისგან და სხვა საშიში ინციდენტებისგან დასაცავად არის შექმნილი.