„ბლუმბერგი“ – შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერ Skiros-ზე თავდასხმა განხორციელდა

10:54, 18.08.2026

შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერ Skiros-ზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტანკერზე თავდასხმა ნოვოროსიისკთან ახლოს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთვის შემდეგ მოხდა.

ტანკერზე დაახლოებით ერთი მილიონი ბარელი ნავთობი იყო დატვირთული.

ინციდენტის შედეგად ტანკერის ეკიპაჟი არ დაშავებულა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, იმის მიუხედავად, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალი ნავთობს ყაზახეთიდან იღებს, ბერძნული ტანკერი რუსული ნავთობით იყო დატვირთული.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ შავი ზღვის მნიშვნელოვან პორტთან, ნოვოროსიისკთან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ვაშინგტონი შიშობდა, რომ უკრაინის დარტყმები ნავთობის ბაზრის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და ზიანს მიაყენებდა ამერიკულ კომპანიებს.

მსგავსი