„ბლუმბერგი“ - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში „ბზარი გაჩნდა“ 
„ბლუმბერგი“ - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებებში „ბზარი გაჩნდა“ 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებამ, რომ მოსკოვი არ არის თანახმა, კიევის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში დასავლეთის სამხედროები განლაგდნენ, რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, ბზარი გააჩინა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც „ბლუმბერგის“ წყარო ამბობს, კრემლს შეუძლია, შეეცადოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, აღარ მოითხოვოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და შეამციროს მოსკოვისა და კიევის წარმომადგენელთა მომავალი შეხვედრის დონე, რათა თავი აარიდოს აშშ-ის მხრიდან ახალ სანქციებს.

რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა და დიპლომატმა „ბლუმბერგს“ განუცხადეს, რომ ისინი ლავროვის განცხადებებს პროცესის გაჭიანურების მცდელობად აფასებენ. მათ ეპარებათ ეჭვი, რომ პუტინი საერთოდ მზად არის შეთანხმების გასაფორმებლად.

ცნობისთვის, მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში დასავლეთის სამხედროები განლაგება მიუღებელია, ხოლო პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის აუცილებლია, ყველა საკითხის დამუშავება და უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხის გადაჭრა.