„ბლუმბერგი“ - საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ 2025 წლის ბიუჯეტი ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ 2025 წლის ბიუჯეტი ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. როგორც ბაირუმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბიუჯეტის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იარსებებს.
ბაირუმ კანონპროექტი კონსტიტუციის 49.3-ე მუხლის გამოყენებით დაამტკიცა.
მედიის ცნობით, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა „სოციალისტურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ დაუჭერენ.