„ბლუმბერგი“ – რუსული ნავთობი ევროპის კონტინენტზე ინდოეთში წარმოებული დიზელის სახით შედის

20:32, 28.04.2023
FILE PHOTO: A maze of crude oil pipes and valves is pictured during a tour by the Department of Energy at the Strategic Petroleum Reserve in Freeport, Texas, U.S. June 9, 2016.  REUTERS/Richard Carson/File Photo

რუსული ნავთობი ევროპაში ინდოეთში წარმოებული დიზელის სახით შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ნავთობი ევროპის კონტინენტზე ინდოეთის გადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მზა ნავთობპროდუქტების სახით ხვდება.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ აპრილში ინდოეთი გახდება მზა ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი ევროპაში, ასევე, არის რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი და ევროკავშირისთვის დიზელის მიწოდების მხრივ საუდის არაბეთსაც კი გაუსწრებს.

გამოცემის თანახმად, ასეთი არაპირდაპირი მიწოდება ზრდის რუსულ ნავთობზე მოთხოვნას მსოფლიოში და აძვირებს საწვავის ღირებულებას ევროპის ბაზარზე ტრანსპორტირების ხარჯების გამო. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის იმპორტის თითქმის სრული აკრძალვა შემოიღეს.

მსგავსი