„ბლუმბერგი“ - რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სასანქციო პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი „სვიფტის“ საბანკო სისტემიდან 20-ზე მეტი რუსული ბანკის გამორთვის შესაძლებლობას განიხილავს
„ბლუმბერგი“ - რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სასანქციო პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი „სვიფტის“ საბანკო სისტემიდან 20-ზე მეტი რუსული ბანკის გამორთვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სასანქციო პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი „სვიფტის“ საბანკო სისტემიდან 20-ზე მეტი რუსული ბანკის გამორთვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირი ასევე განიხილავს რუსული ნავთობის ფასის ზღვრულ შემცირებას და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აკრძალვას. გავრცელებული ცნობით, ევროკომისია გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აწარმოებს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირი განიხილავს დაახლოებით ორი ათეული ბანკისთვის ფინანსური ტრანზაქციების დამატებით აკრძალვას და დაახლოებით 2.5 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ სავაჭრო შეზღუდვებს, რათა კიდევ უფრო შეამციროს რუსეთის შემოსავლები და შეზღუდოს მისი წვდომა ტექნოლოგიებზე, რომლებიც იარაღის წარმოებისთვის არის აუცილებელი.

განსახილველი სანქციების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია ასევე გეგმავს, შესთავაზოს „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაახლოებით 45 დოლარამდე დაწევა. ეს ლიმიტი ამჟამად 60 დოლარია და უკრძალავს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მომსახურების მიმწოდებლებს ნავთობის ტრანსპორტირებას და გაყიდვის მომსახურებას, თუ ფასი აღემატება ამ ლიმიტს.