„ბლუმბერგი“ - მსოფლიოს 184 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 8.18 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული
„ბლუმბერგი“ - მსოფლიოს 184 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 8.18 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული

მსოფლიოს 184 ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 8.18 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყოვედღიურად 36.1 მილიონი აცრის ადმინისტრირება ხდება.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ მსოფლიოში ყოველ 100 ადამიანზე საერთო ჯამში 106 დოზაა რეგისტრირებული, თუმცა განაწილების პროცესში ხარვეზებია, რადგან ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და რეგიონებში აცრების პროცესი 10-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ამჟამინდელი ტემპით, ყოველდღიურად მსოფლიოში 17.4 მილიონი ადამიანი იღებს აცრის პირველ დოზას.

დატოვე კომენტარი