„ბლუმბერგი“ - ევროკავშირის ლიდერების შეხვედრისას, ფრიდრიხ მერცმა ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებზე დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირის ლიდერების შეხვედრისას, ფრიდრიხ მერცმა ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებზე დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა და ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებზე დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა იმ საკითხის განხილვისას, როგორ შეუძლია ევროკავშირს, უკეთ დაიცვას თავი რუსული საფრთხეებისგან და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

„ბლუმბერგის“ თანახმად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ბლოკი ცდილობს, გააერთიანოს თავისი თავდაცვის აღდგენის გეგმები ბოლო თვეებში რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე.

„ეს იყო დაძაბული, განსაკუთრებით საინტერესო ევროპული სამიტი“, – განუცხადა ორბანმა უნგრულ მედიას.