„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი ინდური და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღებას განიხილავს
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი ინდური და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღებას განიხილავს

ევროკავშირი ინდური და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღებას განიხილავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ.

პოტენციური ზომების მიღება განიხილება სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში, რომელსაც ევროკომისია ამზადებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ კომპანიებს შეეხება სანქციები, თუმცა გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირში მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ზომები მიეღოთ ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.

„ბლუმბერგი“ ასევე წერს, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის წინააღმდეგ შეძლებენ ზომების მიღებას, მაშინ მათ მოუწევთ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის დაძლევა, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს ნავთობის მომარაგების ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ხარჯებთან დაკავშირებით.