„ბლუმბერგი“ - დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას დონალდ ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა
„ბლუმბერგი“ - დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას დონალდ ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა

დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას დონალდ ტრამპის თვითმფრინავს სამგზავრო თვითმფრინავთან შეჯახების საფრთხე ემუქრებოდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, 16 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი და Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ფრენის დროს ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. „ბლუმბერგი“ იუწყება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ფორტ-ლოდერდეილიდან ბოსტონში მიფრინავდა.

„როდესაც ის და ტრამპის თვითმფრინავი ლონგ-აილენდის თავზე იმყოფებოდნენ, მათი ფრენის სიმაღლე ერთნაირი იყო, ხოლო ფრენის ტრაექტორიები ემთხვეოდა. ამის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ შეეცვალათ კურსი. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ Spirit Airlines-ის პილოტებმა დაადასტურეს მარშრუტის შეცვლა“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემამ დისპეტჩერსა და სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟს შორის საუბრის ფრაგმენტები გამოაქვეყნა: „დარწმუნებული ვარ, ხედავთ, ვინ არის. დაუყოვნებლივ მოუხვიეთ მარჯვნივ“; „ყურადღებით იყავით! დადეთ თქვენი აიპადები!“