„ბლუმბერგი“ - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა
„ბლუმბერგი“ - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, სამხრეთ კორეელ დეპუტატებთან დახურულ ბრიფინგზე ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აგვისტოს შემდეგ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჭურვების დაახლოებით 10 პარტია გაიგზავნა. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა სამხედრო ინსტრუქტორები. ფხენიანის მიერ მიწოდებულ საბრძოლო მასალას რუსეთი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გამოიყენებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ივლისის ბოლოს ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. მალე რუსეთმა ფხენიანში სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. ფხენიანს აქვს საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების მსოფლიოში ყველაზე დიდ მარაგი, რომლებიც თავსებადია საბჭოთა პერიოდის იარაღთან, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში.