„ბლუმბერგი“ - აშშ უარს ამბობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე, რომელთა განლაგებასაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გეგმავენ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად
„ბლუმბერგი“ - აშშ უარს ამბობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე, რომელთა განლაგებასაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გეგმავენ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად

აშშ უარს ამბობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებაზე, რომელთა განლაგებასაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გეგმავენ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ანონიმური წყაროების განცხადებით, ევროპელმა მოკავშირეებმა ამერიკელ კოლეგებთან განხილვების დროს დაასკვნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ მისცემს იმ გარანტიებს, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ „მსურველთა კოალიციის“ მხარდასაჭერად.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ახლა ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ დასავლელი ლიდერები იმედოვნებენ, ამერიკული მხარე მაინც დათანხმდება „მსურველთა კოალიციის“ დახმარებას.

ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი ასევე ელოდება, რომ ტრამპი ჩაერევა, თუ ბრიტანული და ფრანგული ძალები გახდებიან რუსეთის სამიზნე უკრაინაში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, წერილობითი ფორმით მოხდეს ამის გარანტირება.

აშშ-ის პოზიციის ფონზე ევროპელმა მოკავშირეებმა ხელახლა შეაფასეს რესურსები რუსეთის შეკავებისთვის უკრაინაში და მიიჩნევენ, რომ საკმარისი იქნება უკრაინული სამხედროების ვარჯიში, ევროპული ჯარების და თვითმფრინავების ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგება და შავი ზღვის პატრულირება.