„ბლუმბერგი“ - აშშ-სთან მოლაპარაკების დროს ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანულ ნავთობზე წვდომა მოითხოვა
აშშ-სთან მოლაპარაკების დროს ინდოეთს მთავრობის წარმომადგენლებმა რუსული ნავთობის შესყიდვის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანულ ნავთობზე წვდომა მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა ტრამპის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ რუსული ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის, ვაშინგტონმა სამხრეთ აზიის ქვეყანას ნავთობის სანქცირებული მომწოდებლებისგან, ირანისა და ვენესუელისგან შეძენის უფლება უნდა მისცეს.
ანონიმური წყაროს ცნობით, ამ კვირაში აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ინდოეთის დელეგაციამ ეს მოთხოვნა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროსაც გაიმეორა. ინდოეთის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდების ერთდროულმა შეწყვეტამ შესაძლოა, გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.