„ბლუმბერგი“ - აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა
აშშ-მა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში მანამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ახლა კი გაწეული ხარჯების შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ასევე განიხილავს, როგორც კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯული მილიარდობით დოლარის დაბრუნების გზას, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება სესხის სახით გაცემული არ ყოფილა. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „პოზიტიურია“ და უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები.