„ბლუმბერგი“ – აშშ-ის სანქციების შედეგად რუსული ნავთობის ფასი დაეცა
FILE PHOTO: A view shows an oil pump jack outside Almetyevsk in the Republic of Tatarstan, Russia June 4, 2023. REUTERS/Alexander Manzyuk/File Photo/File Photo
აშშ-ის სანქციების შედეგად რუსული ნავთობის ძირითად სახეობებზე ფასი დაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციებმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აიძულა, რუსეთიდან ზოგიერთი შესყიდვა გაეუქმებინათ. კერძოდ, ჩინურმა კომპანიებმა გააუქმეს რუსული საზღვაო ნავთობის, მაგალითად, „ესპოს“ შესყიდვა.
„ესპოს“ უპირატესობას ანიჭებდნენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე კერძო კომპანიებიც.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოულის“, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.