„ბლუმბერგი“ - აშშ ევროპელებს მოუწოდებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ევროკავშირის გეგმას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით
აშშ მოუწოდებს ევროპელებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ევროკავშირის გეგმას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემა ევროპელ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არწმუნებენ, რომ ეს აქტივები საჭიროა კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად და არ უნდა გამოიყენონ ომის გასაგრძელებლად.
ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ აქტივების გამოყენების საკითხი ევროპული საქმეა, რადგან გაყინული სახსრები ძირითადად ევროპაში მდებარეობს, თუმცა რეაქცია ევროკავშირში არაერთგვაროვანია. ბელგიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული წინადადება მათთვის მიუღებელია.
დღეს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც რუსეთის გაყინული აქტივების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.