„ბლუმბერგი“ - აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთი გაყინული რუსული აქტივებიდან კომპანია Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის უფლებას ითხოვს
„ბლუმბერგი“ - აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთი გაყინული რუსული აქტივებიდან კომპანია Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის უფლებას ითხოვს

რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში გაყინული რუსული აქტივებიდან კომპანია Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის უფლებას ითხოვს, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა არ არის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თანხმობა, რუსეთი აცნობიერებს, რომ გაყინული აქტივები ვერ იქნება გამოყენებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თანხმობის გარეშე“, – განუცხადა სააგენტოს ანონიმურმა წყარომ.

ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, შეთანხმება, რომელიც რუსეთს თვითმფრინავების შეძენის საშუალებას მისცემს, შეიძლება, გახდეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში სანქციების შემსუბუქების ნაწილი.

მედიის ცნობით, თეთრი სახლის პრეესპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა კითხვაზე, ცდილობს თუ არა რუსეთი კომპანია Boeing-ის თვითმფრინავების შეძენას, განაცხადა, რომ „აშშ არ განიხილავს არანაირ ეკონომიკურ ვალდებულებებს, ვიდრე არ იქნება მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა“.

შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Boeing-მა შეწყვიტა რუსეთში საქმიანობა.