„ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინეს
„ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინეს

„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული ანსამბლის, „ივერიას“ ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ წარმოადგინეს. კონცერტი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

„დღეს კიდევ ერთხელ აავსო „ბლექ სი არენა“ ანსამბლმა „ივერიამ“ და გენიალურმა ალექსანდრე ბასილაიამ. დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა მათი მსმენელი. მადლობა ყველას“, – განაცხადა „ივერიას“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, გია ბაღაშვილმა.

კონცერტის დასასრულს მიუზიკლის ერთ-ერთ მონაწილეს, შორენა ჯაფარიძეს სცენაზე ხელი სთხოვეს, რამაც მაყურებლის განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია.

დღევანდელ კონცერტში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანსამბლ „ივერიას“ ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ (Check In Georgia) ფარგლებში წარმოადგინეს.