„ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ წარმოდგენა მიმდინარეობს
„ბლექ სი არენაზე“ მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ წარმოდგენა მიმდინარეობს

„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული ანსამბლის, „ივერიას“ ცნობილი მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ წარმოდგენა მიმდინარეობს. მიუზიკლში ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ჩხიკვთა ქორწილი” 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ წარმოადგინეს, მათ შორის, „ბლექ სი არენაზე“ პირველად 2018 წლის 28 აგვისტოს დადგეს და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა.

ანსამბლ „ივერიას“ ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ (Check In Georgia) ფარგლებში ტარდება.