„ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო
„ბლექ სი არენაზე“ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო

„კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ ფეისბუქგვერდზე.

„ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ აღნიშნული ღონისძიების ბილეთი, შეგიძლიათ თანხა დაიბრუნოთ ან ბილეთი მომავალი წლის კონცერტისთვის შეინახოთ.

მათთვის, ვისაც ბილეთების დაბრუნება სურს, ჩვენს ვებგვერდზე სპეციალური ღილაკი უკვე გააქტიურდა და ბილეთების დაბრუნების სერვისით 20 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ. თუ მითითებულ პერიოდში ბილეთის თანხას არ დაიბრუნებთ, ეს ნიშნავს, რომ ბილეთს მომავალი წლის კონცერტისთვის იტოვებთ.

გაცნობებთ, რომ „ბლექ სი არენას“ ​ გუნდი 2021 წლის სეზონის დასაგეგმად ინტენსიურად მუშაობს და ახალი თარიღების შესახებ ინფორმაციას ძალიან მალე მოგაწვდით“,- აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ გავრცელებულ ინფორმაციაში.