„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება
„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დღეს და ხვალ სერ ელტონ ჯონის კონცერტები გაიმართება.

Black Sea Arena-ზე დაგეგმილი აღნიშნული ორი შოუ იქნება ერთადერთი, რომელსაც ელტონ ჯონი 2018 წელს ევროპაში ჩაატარებს.

ელტონ ჯონის კონცერტებისთვის შეკვეთილში ბოლო სამზადისია. „იამაჰას“ ბრენდის შავი როიალი, რომელიც მუსიკოსს ყველა ტურნეში თან დააქვს, დარბაზში დგას. შეკვეთილში იმყოფება ელტონ ჯონის 28 კაციანი ტექნიკური ჯგუფიც.

„მომღერალს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა –  მცენარე ფიკუსების სიმრავლე, მუდმივად ჩართული ტელევიზორი სპორტული არხებით და ასევე, ცალკე ოთახი სასცენო გარდერობისთვის“, – განაცხადა „ისთერნ ფრომოუშენის“ წარმომადგენელმა ეკატერინე კუპრეიშვილმა.

ელტონ ჯონი მსმენელის წინაშე შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან  Wonderful Crazy Night.

71 წლის ელტონ ჯონი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.