„ბლექ სი არენაზე“ ჯგუფ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს 
„ბლექ სი არენაზე“ ჯგუფ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს 

ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, 16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ (Black Eyed Peas) გახსნის.

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

შოუს ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ განაცხადა, მზადება აქტიურ ფაზაშია, რათა ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

„ჩამოდის ამერიკული ბენდი „ბლექ აიდ ფისი“. „ბლექ სი არენაზე“ რიგით მეოთხე სეზონი იხსნება. ვფიქრობთ, ეს იქნება ყველაზე გამორჩეული შოუ, რადგან ეს ჯგუფი გამოირჩევა მრავალფეროვანი შოუებით. რაც შეეხება „ბლექ აიდ ფისი“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჯგუფია. ასე, რომ ყველზე მასშტაბური სანახაობა გელოდებათ „ბლექ სი არენაზე“. რაც შეეხება მზადებას, აქტიურ ფაზაშია. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები იყო ძალიან დიდი. ჩვენი რესურსი მთლიანადაა გამოყენებული, გარდა ამისა, ბევრი აპარატურა და ტექნიკა ჩამოდის, რათა მათი ტექნიკური მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო. ხვალ ჩამოდის ინსტრუმენტები და საღამოდან უკვე მზად ვიქნებით“, – განაცხადა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.