„ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონი „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტით გაიხსნა [ფოტო]
„ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონი „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტით გაიხსნა [ფოტო]

„ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) მეოთხე სეზონი ამერიკულმა ჯგუფმა „ბლექ აიდ ფისმა“ (Black Eyed Peas) გახსნა.

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში გაიმართა.

„გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი შედგა დღეს „ბლექ სი არენაზე“. მომღერლებმა თვითონ სცენაზე გამოხატეს განწყობა რეპლიკების სახით, თუ როგორი იყო პუბლიკა, რაოდენ მაგარი იყო დარბაზი და საერთოდ, რა მაგარი ქვეყანაა“, – განაცხადა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.