„ბლექ სი არენას" 2018 წლის სეზონი შესაძლოა, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას
„ბლექ სი არენას" 2018 წლის სეზონი შესაძლოა, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას

„ბლექ სი არენას” 2018 წლის სეზონი  შესაძლოა, 19 მაისს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას.

საღამო “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები მორიკონეს საპროდიუსერო ჯგუფთან და მენეჯერთან დასკვნით ეტაპზეა.

„რამდენიმე დღეში გვეცოდინება ყველა დეტალი, რაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის მუსიკოსის ჩამოსვლა, რომელიც მსოფლიოს ტურნეებით ხშირად არ ანებივრებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.” განაცხადა “ბლექ სი არენას” დირექტორმა ანი კავლელიშვილმა.