„ბლექ სი არენას“​ მუსიკალურ სეზონს „ვანრიპაბლიქ“ დახურავს
„ბლექ სი არენას“​ მუსიკალურ სეზონს „ვანრიპაბლიქ“ დახურავს

„ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) მუსიკალურ სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი „ვანრიპაბლიქ“ (OneRepublic) დახურავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან, საიტზე bsa.ge დაიწყება. ბილეთის ფასი 80-დან 300 ლარამდე იქნება.

ვანრიპაბლიქ“ ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას ხუთი წლის შემდეგ, კომპოზიციით „აპოლოჯაიზ“ (Apologize) მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც „დრიმინგ აუთ ლაუდ“ (Dreaming Out Loud). 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი „ვეიკინგ აპ“ (Waking Up) გამოაქვეყნა.

ვანრიპაბლიქ​მა“ 2020 წელს ახალი ალბომი „ჰიუმან“ (Human) და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც „ბლექ სი არენას“​ კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე „ვანრიპაბლიქ“ როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.