„ბლექ სი არენა“ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს
„ბლექ სი არენა“ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს

18 ივლისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს.

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12 თებერვალს, 20:00 საათზე საიტზე bsa.ge დაიწყება.

Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა: I Want Your Love, Le Freak, Dance, Dance, Dance და Good Times.

ჯგუფის ბოლო ალბომი It’s About Time 2018 წელს გამოვიდა და ის ლედი გაგასთან, ელტონ ჯონსა და ქრეიგ დევიდთან კოლაბორაციებს მოიცავს.